-
2014-01-20 12:00
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მთავრობა დათხოვილია“.
აღნიშნული გადაწყვეტილება თიბილოვმა, როგორც თავად განაცხადა, მთავრობის უუნარობისა და არაეფექტური მუშაობის გამო მიიღო:
„წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ვერ შეძლო მის წინაშე დაყენებულ ამოცანებთან გამკლავება, რომლებიც რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის პროცესთან იყო დაკავშირებული და მან კონსოლიდირება ვერ შეძლო",_ განაცხადა თიბილოვმა.
ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება, საგანგებო ბრძანებით, დომენტი კულუმბეკოვს ჩააბარა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43