-
2014-11-18 05:35
ალბათ, ყველას კარგად გახსოვს საკმაოდ ცნობილი თეორია იმის შესახებ, რომ კრწანისის ომში ქართველებმა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსვლა არ ისურვეს, ხოლო უკანასკნელ გზაზე მიმავალ ერეკლე მეორეს 20 ათასი შეიარაღებული მებრძოლი მიაცილებდა.
ისტორიკოსი ლოვარდ ტუხაშვილი წერს, რომ ეს ფაქტი, სინამდვილეში არ მომხდარა და ის ქართველების დასაკნინებლად რუსმა ისტორიკოსმა პ. ბუტკოვმა მოიგონა:
„...ისიც არაა მართალი, რომ პროცესიას 20 ათასი შეიარაღებული მებრძოლი აცილებდა, ეს რუსი ისტორიკოსის მოგონილია ქართველთა დასამცირებლად… დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოგროვდა, მაგრამ 20 ათასი შეიარაღებული ქართველი ნამდვილად ვერ იქნებოდა იმ დროს კახეთში.
მითუმეტეს, ჭირიანობის გამო კახეთში ქართლიდან გადასვლა აკრძალული იყო.
ამით გვეუბნებიან – აი, ქართველებო, რა ხალხი ხართ! ომში ათასიც არ მიეშველეთ მეფეს თქვენივე ქვეყნის დასაცავად, მიცვალებულთან კი 20 ათასი მიხვედითო…
20 ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, როგორც რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი გვამცნობს, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კმ-ზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე, სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს.
და ამ ჩვენთვისვე დამამცირებელ ტყუილს ზოგჯერ ქართველებიც ვიმეორებთ!..."