-
2014-11-17 11:04
მედიჰოლდინგ Россия сегодня-ში შემავალმა Радио Спутник-მა საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა. ხელისუფლებამ იმ მედიაკომპანიის არაგეგმიური შემოწმება დაიწყო, რომელიც რუსულ რადიოს მაუწყებლობისთვის სიხშირეს აწვდიდა, რის შემდეგაც ქართველმა პარტნიორებმა კონტრაქტი გაწყვიტეს - წერს რადიო თავისუფლება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 13 ნოემბერს კომპანია Sputnik-ის მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. GNCC-ის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისია საკითხის შესწავლის შედეგებს და კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს.