-
2014-11-14 21:27
დიპლომატი ნინო კალანდაძე კახა ბენდუქაძესთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს იხსენებს და მის საოცარ იუმორის გრძნობას უსვამს ხაზს.
„ერთხელ ჭიასთან(ზურაბ ჭიაბერაშვილთან, - რედ.) ვიყავით მწვადებზე. კახაც იყო, მხიარული, როგორც ყოველთვის. მასვე "ებარა" ჩვენი სულგუნით მომარაგება. სუფრის გაწყობაშიც თავად მონაწილეობდა და თან თეორიას ავითარებდა, რომ ხაჭაპური მწვადის წინ იჭმევაო.
მე შევეკამათე, ხაჭაპურის მერე მწვადს რაღა აზრი აქვს, გემოს ვეღარ ჩაატანთქო. კახამ ცაში აიხედა, ხელები ზევით აიშვირა და "ამოიგმინა", სააკაშვილო შენ რა გითხარი მე რო კალანდაძე ჭამას მასწავლისო ... საოცარი იუმორი ჰქონდა...
ძალიან დამაკლდება მისი რჩევები, მასთან კამათი, მისი იუმორი და გადამდები, მხიარული სიცილი...“, - წერს ნინო კალანდაძე.