ნაბეღლავის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი "მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული“ დასრულდა

Image

14 ნოემბერს, 17:00 საათზე რესტორან Loft-ში (მის: მოსაშვილის 11 ) „ნაბეღლავი“ ფოტოკონკურსში „მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული“ “ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვებს.

 

შეგახსენებთ, კონკურსი "მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული” 3 კვირის განმავლობაში, „ნაბეღლავის“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე მიმდინარეობდა. „გამოიყენე ნაბეღლავის მინერალური წყალი თქვენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!“

 

- ეს იყო ის მარტივი მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ მონაწილეებს დაუწესა.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ ვისაც კრეატიული ხედვები და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი გააჩნდათ „წყალი მარგებელმა“ ნიჭისა და შემოქმედობითობის გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

 

კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, თავისი ხედვებისა და ფანტაზიის შესაბამისად შექმნილი კოქტეილის ფოტო გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრენდიენტიც ნაბეღლავის მინერალური წყალი იქნებოდა. საბოლოოდ 3 კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36 მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურეს.

 

„ფოტოკონკურსი წამახალისებელ სახეს ატარებდა, „ნაბეღლავი“ აქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენების მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებლებიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე.

 

გვინდა კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილებისთვის, „ნაბეღლავი“ მომავალშიც აუცილებლად ჩაატარებს სხვა მსგავსი სახის კონკურსებს, რომლებსაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება,“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !