
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, თემურ ქეცბაია დღეს ნაკრებს დატოვებს. ეროვნული გუნდი ქეცბაიას ხელმძღვანელობით დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ეროვნულო ნაკრებს დაუპირისპირდება.
თემურ ქეცბაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დამთავრდება მატჩი, თანამდებობას ყველა შემთხვევაში დატოვებს.
,,ჩემი ქვეყანა მიყვარდა და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ოღონდ გაკეთდეს რამე ქართული ფეხბურთისთვის და საერთოდ აღარ გამოვიხედავ საქართველოსკენ ", - განაცხადა ქეცბაიამ.