-
2014-09-24 01:49
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ისინი ამ ხელისუფლების მტრები კი არა, მოყვრები არიან და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ პირველ პირებს, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ქვედა ეშელონებში, "ზოგი კი ამას ისე კერავს, თითქოს ჩვენ ამ ხელისუფლებასაც ვუპირისპირდებით".
ამის შესახებ თამარ ჭოხონელიძემ "არჩევანში" განაცხადა:
„საქმე, რომელიც ქვედა ეშელონებში კეთდება, არ იციან ზედა ეშელონებში, მე რატომღაც მგონია, რომ იგივე ჭიკაიძემ არ იცის ბევრი რამ, რაც ხდება. ჩვენ გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ამ ადამინებს, რომ არ შეიქმნას ილუზია, თითქოს ჩვენ ვართ მტრები და ხალხს არ ათქმევინონ, რომ აი, ხედავთ, ისევ და ისევ ამ ხელისუფლებას ეს ადამიანები დაუპირისპირდნენ.
ასე არ არის, პირიქით, ჩვენ არა ვართ მტრები, უფრო მოყვრის პოზიცია გვიჭირავს და გვინდა ვუთხრათ, რომ კარგად გამოიძიონ ის საქმეები, რომლებიც მათ ქვეშემრდომებს აქვთ დაწყებული და ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული",- თქვა მომღერალმა.