
ირაკლი ბათიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მისივე თქმით, ეს ყოველთვის ასე იყო. დასტურად მას „რუსთავი-2“-ის ადრინდელი სიუჟეტები მოჰყავს.
"ძალიან მძიმე კრიმინოგენული ვითარება რომ არის, ამას ყველა ვხედავთ. მაგრამ არ უნდა ავყვეთ "ნაცმოძრაობის" პიარს. ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც გვაწვდიდნენ, იყო სიყალბე. ამოიღეთ იმ პერიოდის "რუსთავი 2"-ის გადაცემები, ყველა მათგანი იწყებოდა იმით, რომ მამამ მოკლა შვილი, ან ქმარმა ცოლი... მალავდნენ და მაინც არ იმალებოდა", - ამბობს „რეზონანსთან“ ირაკლი ბათიაშვილი.