-
2014-09-22 15:31
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
პარლამენტის წევრი მთავრობას კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებასა და ციხეებში კონტროლის ქურდებისთვის გადაბარებაში ადანაშაულებს:
„ბიძინა ივანიშვილი ქურდული ტრადიციების დაცვით სოლოლაკის შუშის სასახლიდან მართავს სახელმწიფოს. მას არ უკავია ოფიციალური თანამდებობა, პრეზიდენტთან ქურდული გარჩევებითაა დაკავებული და საზოგადოებას მოუწოდებს, მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ძარცვა-დაუთოვებებს გაგებით მოეკიდოს“, - თქვა ნადირაშვილმა.