
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 სექტემბერს მოსახლეობას მიმართა და თქვა:
მიმართვიდან:
„1 ოქტომბერი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ისე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. და ალბათ აქამდე არასოდეს არ ვდგარვართ ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე იმიტომ, რომ 1 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის.
1 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მარტივ შეკითხვას – გვინდა თუ არა გავაგრძელოთ წინსვლა, თუ გვინდა დავიწყოთ უკუსვლა? გვინდა შევინარჩუნოთ თავისუფლება კრიმინალებისგან, თავისუფლება ქურდებისგან, ძალადობისგან..."