გაეროს ტრიბუნა by default სახელმწიფოს მეთაურს ეკუთვნის, ანუ, პრემიერი გამოვა გამოსვლების ბოლოსკენ

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძე აღწერს, რატომ იყო უფრო მიზანშეწონილი, გაეროს ტრიბუნიდან სახელმწიფოს მეთაური გამოსულიყო და არა მთავრობის ხელმძღვანელი, ან ორი დელეგაცია გამგზავრებულიყო აშშ-ში, სადაც პრეზიდენტიც შევიდოდა და პრემიერიც.

 

"გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით:

 

1. გაეროში არ იყო აუცილებელი ორი დელეგაციის წასვლა. შესაძლებელი იყო წასულიყო ერთი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შევიდოდნენ პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრიც.

 

ორი დელეგაციის წასვლა არანორმალური იქნებოდა, მაგრამ ერთი დელეგაცია სრულიად შესაძლებელი იყო. ხმაურის ატეხვის და თავის შერცხვენის გარეშე შეიძლებოდა ამის გაკეთება. 

 

2. გაეროში უამრავი მაღალი დონის შეხვედრა არის შესაძლებელი. სახელმწიფოს მეთაურის წასვლა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, აუცილებელია, რათა მან თავისი პოსტი გამოიყენოს მაღალი დონის შეხვედრებისთვის.

 

სექტემბრის ბოლოს გაეროში 193 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ჩადის. მათთან მაქსიმალური რაოდენობის შეხვედრების ჩასატარებლად, რაც მეტი მაღალი დელეგატი ჩავიდოდა საქართველოდან, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტიც და პრემიერიც რომ წასულიყვნენ, შეხვედრების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლა იქნება, მხოლოდ პრემიერის ვიზიტისას.

 

3. გაეროს ტრიბუნა by default სახელმწიფოს მეთაურს ეკუთვნის. გაეროს გენერალური მდივნისგანაც მოწვევა, როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურზე მოდის. ამაში არაფერი ტრაგიკული არაა პრემიერ მინისტრისთვის. შარშან, მაგალითად, თურქეთს პრეზიდენტი აბდულა გული წარმოადგენდა გენერალურ დებატებზე, მაშინ როდესაც თურქეთში რომ პრემიერ-მინისტრია მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ყველამ კარგად იცის.

 

შეხედეთ პოლონეთის მაგალითს. როგორც წესი, ნიუ იორკში დელეგაციას ხელმძღვანელობს ხოლმე პრეზიდენტი - ბრონისლავ კომოროვსკი. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტუსკი, და ზოგადად პოლონეთის პრემიერი არის მთავრობის მეთაური, ხოლო კომოროსვსკის დაახლოებით (თუ ზუსტად არა) ისეთივე ფუქნციები აქვს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

 

4. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგატები ასეთი თანმიმდევრობით გამოდიან: პირველ დღეს ხსნის ბრაზილია, მერე გამოდის მასპინძელი (აშშ), შემდეგ გამოდიან სახელმწიფოს მეთაურები, შემდეგ მთავრობის მეთაურები, შემდეგ დანარჩენები (მინისტრები, ელჩები და ა.შ.). რადგანაც ჩვენგან სახელმწიფოს მეთაური არ მიემგზავრება, ეს ნიშნავს, რომ პრემიერი გამოვა არა მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოების მეთაურები გამოდიან, არამედ მაშინ, როდესაც მთავრობის მეთაურების გამოსვლა იქნება, ანუ გამოსვლების ბოლოსკენ. იმედია ეს გამოსვლა მეორე კვირაში, ან უიკენდზე არ იქნება, როდესაც ძალიან დაბალი დასწრებაა. ეს დიდი რისკია.

 

თუნდაც ამიტომ ღირდა პრეზიდენტის წასვლა. პრეზიდენტს, ანუ სახელმწიფოს მეთაურს გარანტირებული აქვს პირველ ორ-სამ დღეში გამოსვლა, ანუ მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი ყურადღებაა გენ. ასამბლეის ტრიბუნისადმი მიპყრობილი. პრემიერ მინისტრი, კი ალბათ გამოსვლების ბოლოსკენ მოხვდება სიაში (თუ რა თქმა უნდა, გაეროში ჩვენი მისია არ მოახდენს სასწაულს და ვინმეს არ გაუცვლის წინა დღეებში, რაც ძალიან რთული რამაა და მხოლოდ დიდი ქვეყნების პრემიერებისთვის არის ხოლმე შესაძლებელი. ასე მაგალითად, სამი წლის წინ ერდოღანის გამოსვლის მეორე დღეს უზრუნველსაყოფად, თურქულმა მხარემ გამოსვლა გადაუცვალა სხვა ქვეყანას). 

 

5. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო მართლაც აგვიანებდა და შეგნებულად აყოვნებდა კორესპონდენციას, როგორც ეს დღეს პრეზიდენტმა თქვა, ეს სრულიად გაუმართლებელია და ამას რეაგირება უნდა მოყვეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანას ემსახურება და არა მინისტრს და მთავრობას.

 

6. არ მესმის, რატომ არ შეიძლებოდა როლების განაწილება ისე, რომ გენ ასამბლეაზე გამოსულიყო პრეზიდენტი, კლიმატის კონფერენციას დასწრებოდა პრემიერი, ხოლო სხვა ღონისძიებები გაენაწილებინათ ერთმანეთს შორის და ასევე გაენაწილებინათ ორმხრივი შეხვედრები. ასე უფრო მეტად გამოვჩნდებოდით და მეტ პარტნიორსაც შევხვდებოდით. ერთადერთი ახსნა, თუ რატომ არ ხდება ეს არის პირადი მოტივი, რომ არ გამოჩნდეს პეტრე და გამოჩნდეს პავლე. ეს ქვეყანას და მის ინსტიტუტებს ღუპავს.

 

7. სრულიად მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რაც პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ აირჩიეს ერთმანეთში. ასეთი რამ მე არსად მინახავს. საჯარო სივრცეში ერთმანეთის "დარწმუნება" და ერთმანეთზე "ქილიკი" გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და ინსტიტუტებს. ასეთი მე მხოლოდ ერთხელ მახსენდება, როდესაც 2005-ში საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად დაუპირისპირდა პარლამენტს, რასაც მაშინ მინისტრი შეეწირა.

 

8. ძალიან მაინტერესებს რამდენი შეხვედრა ექნება პრემიერ მინისტრს ნიუ იორკში. იმედია ძალიან ბევრი, თორემ რჩება შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი იქ გამოსაჩენად, ობამასთან "ფოტო-ოპისთვის" და ნიუ იორკის სანახავად მიდის. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრი შეხვედრა ექნება, ტრადიუცილად ასე იყო და იმედია ახლაც ასეა.

 

9. ქვეყნის ორ ინსტიტუტს შორის დაპირისპირებას როდესაც "მოქალაქე" აგვარებს, ეს სრულიად გაუმართლებელი და დამღუპველია ინსტიტუტების მდგრადობისთვის, რაც არ უნდა პოპულარული იყოს ის ადამიანი. მასზე უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანებიც არიან საქართველოში და მაშინ მათთან გავარკვიოთ, ვინ უნდა იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი. 

 

10. საქართველო სუფთა საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, ამიტომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მაგალითების მოყვანა უვიცობაა. პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და მსგავსი ქვეყნები უფრო რელევანტურია ჩვენთვის. ამ ქვეყნებში კი ცალსახად პრეზიდენტია ხოლმე დელეგაციის ხელმღვანელი", - წერს სერგი კაპანაძე "ფეისბუქზე".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !