
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ NDI-ს ხელმძღვანელი ლუის ნავარო, რომელიც ხელიდან არ უშვებს იმ გუნდს, რომელიც მას შედეგებს უკვეთავს, დაინტერესებულია, იყოს ტენდენციური და, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მუშაობს.
ამის შესახებ განცხადება საყვარელიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "პირველი სტუდია" მონაწილეობისას განაცხადა. მან მაგალითის მოყვანის მიზნით გადაცემის წამყვანსაც მიმართა: "აი, თქვენთან, რამდენჯერმე რომ აღინიშნოს მაყურებლის მხრიდან ჟურნალისტზე, რომ ის ტენდენციურია, რედაქტორი ხომ იმას გვერდზე გადასწევს? წარმოიდგინეთ, რომ ნავარომ არ გადასწია გვერდზე ის გუნდი, ესე იგი, ის დაინტერესებულია, იყოს ტენდენციური".