სერგი კაპანაძე მიდგომას: „რა უნდა გაგვეკეთებინა, ომი დაგვეწყო?“ მკაცრად აკრიტიკებს

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი სერგი კაპანაძე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიდგომას ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში მკაცრად აკრიტიკებს. 

 

სერგი კაპანაძე ჩამონათვალს აქვეყნებს, რა ნაბიჯები არ უნდა გადაედგა (ან გადაედგა) ხელისუფლებას, რომ ტრაგედია არ მომხდარიყო.

 

შეგახსენებთ, ხურჩაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გადმოსულმა საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა 33 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელობა სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა. სოციალურ ქსელებში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია.

 

"ყველაზე უფრო მაბრაზებს, როდესაც ხელისუფლებაში მყოფებისგან ისმის - "აბა რა უნდა გაგვეკეთებინა, ომს ხომ არ დავიწყებთო?". ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის ათეულის ერთერთი წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს. 

 

"რა უნდა გაგეკეთებინათ და: 

 

- თავის დროზე არ უნდა მიგეცათ დავალება უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რომ საოკუპაციო ზოლთან აქტიურები არ ყოფილიყვნენ

 

- არ უნდა გადმოგეწიათ ბლოკპოსტები უკან

 

- უნდა გეჩვენებინათ სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის, ფარული აქტივობებით რუსებისთვის, რომ აქეთა მხარეს "პატრონი ჰყავს"

 

- არ უნდა გაგეშვათ რუსი ჯაშუშები თავის დროზე

 

- ბოლომდე უნდა მიგეყვანათ ტერორისტი ბორისოვის საქმე

 

- ყველა ბორდერიზაციის ეპიზოდზე უნდა აგეტეხათ დიდი ამბავი და სადაც შესაძლებელი იყო მავთულხლართის გადმოწევა შეგეჩერებინათ, თუნდაც ღამე სპეც. სამსახურების მიერ მისი დემონტაჟით

 

- აქამდე უნდა აღგედგინათ იპრმ-ის შეხვედრები

 

- და ბოლოს: არ მოგეშალათ და გაგენადგურებინათ ჩვენი სპეც. სამსახურების ის დანაყოფები, რომლებიც ოკუპირებული ტერუტორიების მიმართულებით მუშაობდნენ. და არ მივიღებ იმ არგუმენტს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ვინც არღვევდა, გაგესამართლებინათ კონკრეტული საქმეების გამო, ხოლო მიმართულება დაგეტოვებინათ.

 

აი ეს რომ გაგეკეთებინათ ომი ნაღდად არ დაიწყებოდა, ხოლო ამხელა ტრაგედია შეიძლება არ დატრიალებულიყო ხურჩაში. თავს მაინც ნუღა იმართლებთ! სამარცხვინოები..."- წერს სერგი კაპანაძე. 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !