ხიდაშელი "კასრების ვიდეოს" გავრცელებაზე: "ბედუკაძე მომიკითხეთ სამეგობროში, არ დაგავიწყდეთ..."

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" ეხმიანება ე.წ. კასრის ვიდეოების გავრცელების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს და 2012 წელს გავრცელებული "ციხის კადრების" მთავარ ინიციატორს, დამდგმელსა და შემსრულებელს ვლადიმირ ბედუკაძეს ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს.

 

თინა ხიდაშელი გამორიცხავს კადრების გავრცელებასთან ხელისუფლების კავშირს და აღნიშნავს, რომ ის რადიკალური მიდგომა, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს, მიუღებელია, რადგან ის "მეორე პოლიტიკურ ძალად ხალხმა განსაზღვრა".

 

"პასუხი იმათ, ვინც ვერ ხედავს და არ ესმის, და განსაკუთრებით კი ბედუკაძის პოლიტიკურ / იდეოლოგიურ მეგობრებს
დიახ ნამდვილად ჯობდა ყველა შემსრულებელი, მწამებელი, დამკვეთი, ისინი ვისაც გამოძიება ევალებოდათ და არ გამოიძიეს, ხელს აფარებდნენ და ამით აქეზებდნენ ყველა დასჯილიყო და შესაბამისი ბრალი დამტკიცებოდათ ამ 3 წლის მანძილზე.

 

ნამდვილად ჯობდა და აუცილებელი იყო ამ სისასტიკის შემქმნელები საბრალდებო სკამზე გაემწესებინა გამოძიებას სწორედ ამ ბრალდებებით, ისევე როგორც შემსრულებლები.

 

მაგრამ ვისაც დაუკმაყოფილებლობის განცდა გაქვთ ამ თვალსაზრისით და მეც სწორედ ასეთ ადამიანებს ვეკუთვნი ძალიან გთხოვთ მისამართი იპოვეთ სადაც ამას გააპროტესტებთ.

 

არ მივიღებ არც ერთ შენიშნვას, არც ერთ მინიშნებას ჩემი მისამართით. სწორედ იმიტომ რომ ამ ხალხის დასჯა აბსოლუტურ იმპერატივად მიმაჩნდა ვითხოვდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმიტომ რომ ნაცმოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომელთა გამომზეურებაშიც წლების განმავლობაში, აქ კლავიატურას ამოფარებული ვირთხებისაგან განსხვავებით, ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის თავისი მასშტაბით, ჩემი აზრით ცდება უბრალო სასამართლო დარბაზში გამოსატანი განაჩენების ფარგლებს და სისტემური დანაშაულის არსებობის ძალიან მაღალ ალბათობას ტოვებს.

 

მე, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურის მაშინდელი შემადგენლობის წინააღმდეგობის გამო არ დამიჭირა მხარი უმრავლესობამ და უარი მითხრეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

 

შემდეგ სხვა კომისია შეიქმნა რომელის თავმჯდომარეც ვიყავი კომუნიკაციების სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე, და მგონია რომ ის დასკვნა ვისაც წაკითხული აქვს (ვაღიარებ ძალიან დიდია და შესაძლოა ბევრმა ვერ მოიცალა, არადა დანაშული ბევრი და მასშტაბური იყო, მცირე ფორმატმა ვერ დაიტია), თუ ბრმა არ არის და უბრალოდ გაბოროტებული, მიხვდებოდა კომპეტენციის და პროფესიონალიზმის მოლოდინს, რომელიც ჩემგან უნდა ქონოდა.

 

ვინც კომისიის საქმიანობას თვალს ადევნებდა კიდევ უკეთ დაინახავდა და მიხვდებოდა როგორ მუშაობენ 24/7 რეჟიმში ადამიანები რომლებისთვისაც საქმის ბოლომდე მიყვანა და სიმართლის გამოაშკარავებაა მთავარი. გამოვიძიეთ, დავასაბუთეთ, მტკიცებულებებიც შევკრიბეთ და რისი გადაწყვეტის უფლებამოსილებაც გვქონდა გადავწყვიტეთ.

 

თუმცა მე პირადად არც მას შემდეგ არ მიმიტოვებია ეს დასკვნა და სადამდეც შემეძლო საპარალმენტო კონტროლის ფარგლებში თვალს ვადევნებდი ჩვენი დასკვნების შესრულებას.

 

მე არ ვიცი რატომ იყო პროკურატურა მაშინ საპარლამენტო გამოძიების წინააღმდეგი, დაახლოებით ვხვდები, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს კომისია რომ შექმნილიყო დღეს ბევრი ის პრობლემა რომელთანაც ხელისუფლებას უწევს გამკლავება შინ და გარეთ არ იარსებებდა.
ამას ვამბობდი მაშინაც და იგივეს ვამბობ ეხლაც.

 

ყველა, უკლებლივ ყველა მიუხედავად მათ თანამდებობის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საბრალდებო სკამზე უნდა დაესვათ სწორედ იმ უმძიმესი დანაშაულებისათვის რომელიც იყო ჩადენილი.

 

და კიდევ ერთი, დანაშაული ინდივიდუალური. მას კონკრეტული ადამიანები ჩადიან, ისინი შეიძლება ერთიანი სისტემის ნაწილი იყვნენ, ერთიანი გადაწყვეტილების რეჟიმში მოქმედებდნენ მაგრამ მაინც ინდივიდუალურად ჩადიან. ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა. შესაბამისად, სწორედ ეს დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისი დამნაშავეები დასჯილი.

 

და როდესაც მე ვთქვი რომ კოაბიტაცია ქაფრთველმა ხალხმა დაგვავალა თქო, სწორედ ეს არის ამ წინადადების აზრი, რომელიც მესმის ბევრისთვის შეიძლება რთული მათემატიკური ფორმულაა, ვერ იგებენ, სკოლაში არ სწავლობდნენ თავის დროზე.
საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებით ნაცმოძრაობა მეორე პოლიტიკური ძალაა.

 

ეს კარგია თუ ცუდი, ჩემი აზრით ცუდი. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათ ამომრჩეველიც ზუსტად ისეთივე მოქალაქეა ჩემი ქვეყნის როგორც ჩემი ამომრჩეველი და ნებისმიერ ხელისუფელება ვადებულია მისი ქვეყნის მოლაქეების არჩევანს პატივს სცემდეს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ის. ესეც ანა ბანაა ხელისუფლებააში ყოფნის და ხელისუფლობის.
რთულ მათემატიკურ ფორმულას მარტივად:

 

დანაშაული ინდივიდუალურია. დამნაშავის ადგილი სასამართლო დარბაზში და მოსამართლის მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდის პროცესში;

 

პოლიტიკური პარტია როგორც სუბიექტი პოლიტიკის სუბიექტია, სანამ ის არ აუკრძლავთ. ნაცმოძრაობა მეორე ასეთ პოლიტიკურ ძალად განსაღვრა ქართველმა ამომრჩეველმა.

 

კოაბიტაცია კი სწორედ ამორჩევლის მიერ განსაზღვრული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას ნიშნავს.
ნაცმოძრაობა ყველას მარგინალიზაციას რომ ახდენდა და არავის ელაპარაკებოდა ამიტომ გამოვარდა საქართველო ქუჩაში მრავალგზის და ამიტომაც გაისტუმრეს ხელისუფლებიდან. ქვეყანა რომ მისიანებად და მტრებად ქონდა დაყოფილი ამიტომაც აღარ არიან დღეს ქართულ ხელისუფლებაში.

 

ეხლა იგივეს ითხოვთ ჩვენგან? ჩავრეცხოთ ჩვენი მოქალაქეები რომლებსაც სხვა პოლიტიკური სიმპატიები აქვთ? მე ამ სავარჯიშოში ვერ გამოგყვებით. უზნეობად მიმაჩნია და იმიტომ.

 

სულ ეს არის.

 

და როდესაც დასჯის აუცილებლობაზე უზრდელურ და განსაკუთრებით სასტიკ კომენტარებს დამიწერთ ბედუკაძე მომიკითხეთ სამეგობროში, არ დაგავიწყდეთ..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !