-
2015-09-09 03:14
"არჩევანში" ირაკლი სესიაშვილის ჩართვის დროს მისთვის შეკითხვის დასმა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დააპირა, თუმცა მაშინ, როცა ეთერში მისი ხმა გაისმა, ირაკლი სესიაშვილი საუბრობდა და იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა, რადგან ვიზუალურად ვერ ხედავდა სტუდიაში მყოფ პირებს.
"მაცალეთ, დავამთავრებ...", - განაცხადა სესიაშვილმა, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილის რეპლიკა მოჰყვა: "შოთა უტიაშვილის ცოლს აქვს თქვენთან შეკითხვა", - უთხრა მან ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე, ამავე ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის მეუღლედ" მოიხსენია, რასაც ამ უკანასკნელის პასუხი მოჰყვა: "რატომ მელაპარაკებით, როგორც ერთერთი ლიდერის ცოლს, მე თქვენ გელაპარაკებით, როგორც თქვენი ცოლის მეუღლეს?".