
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "არჩევანში" აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტების ლოგიკურ ჯაჭვს მივყავართ დასკვნამდე - მედიაზე შეტევა სახეზეა. მისი თქმით, ამ კუთხით ეს ხელისუფლება იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს.
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ და იმ დროში ვბრუნდებით, როცა სააკაშვილის დროს მის ქება-დიდებას ეძღვნებოდა მთელი "კურიერის" ეთერი და არამარტო "კურიერის": "პირველი არხის", "იმედის"... ბრეჟნევის "ვრემიას" მსგავსად. თანაც, ბრეჟნევს ერთი "ვრემია" ჰქონდა და სააკაშვილს კი ექვსი. ბოლოს გული მერეოდა ამ ეთერების შემხედვარე, უკაცრავად. აი ეს არ მინდა, რომ ბრეჟნევის ეპოქაში დავბრუნდეთ...", - თქვა მერაბ მეტრეველმა.