-
2015-08-30 23:49
"პრაიმტაიმთან" საუბარში, "იმედის" მხრიდან ვებგვერდზე ან პროდიუსერად დასაქმების შემოთავაზებაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ პროდიუსერი გახდეს.
მისი თქმით, პროდიუსერობას გეგმავს, მაგრამ არა "იმედზე":
ინგა გრიგოლიას თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ დღეს საღამოს გაიგო და ალტერნატივად, ვებ-გვერდზე მუშაობისა და პროდიუსერობის შემოთავაზებებიც მიიღო.
"ამ საღამოს მითხრეს, ამერიკაში ვიყავი წასული, სახელმწიფო დეპარტამენტის მედია პროგრამაზე დ იქ ვლაპარაკობდი სიტყვის თავისუფლებასა და მის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. ჩამოვფრინდი გუშინ და დღეს მითხრეს რომ დაიხურა გადაცემა, ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო მეტიც ჩემი პრომო, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო დღეს დამთავრდა. მითხრეს რომ თუ სურვილი მექნება შემიძლია ვიმუშავო ვებ-გვერდზე ან რომელიმე გადაცემის პროდიუსერად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ინტერესი ეს არ არის, პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ იმედზე აღარ.”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ პრაიმტაიმთან საუბრისას.