-
2015-08-30 23:21
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ "რეაქციისა" და "იმედის კვირის" დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
"...არ არის გამორიცხული, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ერთი კაცი, რომელსაც აქვს თავისი სწორება როგორი უნდა იყოს მედია, ის აწესებს მედიასტანდარტებს, მას აქვს მოსაზრებები ხვდებოდა ჟურნალისტებს, ექსპერტებს.
არ არის გამორიცხული, რომ მისი მოსაზრება იყო. ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ გაგვაკონტროლოს, ცუდი ისაა თუ ტელევიზიის მფლობელები ხელისუფლებას გაუგორებენ კოჭს. ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა“, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ "რუსთავი-2"-თან საუბარში.