
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება "იმედზე" საზოგადოებრივი თოქ-შოუების დახურვის თემას და წერს, რომ როცა არ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს ჩვეულებრივი დიქტატურაა.
"როდესაც რეიტინგული პოლიტიკური ჟურნალისტების გაუვნებელყოფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ისედაც ცხადი, აუცილებლად კიდევ უნდა დავაზუსტო, - არანაირი კერძო ინტერესი არ მაქვს.
პარტია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, არ არის მდიდარი, არც ტელევიზია აქვს და არც "საკუთარი ჟურნალისტები" ყავს. უბრალოდ ყველა სივრცის დახურვა, საიდანაც შეიძლება ჭუჭრუტანიდან ოდნავ ჰაერი მაინც შემოიპაროს, არის ჩვეულებრივი დიქტატურა. საზოგადოებას ეს უნდა ესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომელი ჟურნალისტის მიმართ აქვს სიმპატია და რომლის მიმართ არა.
სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, აღარ არსებობს მოვლენის შეჯამების, შედარების და ფაქტის ანალიზის შანსი, იქ ხელისუფლებას ბოლომდე ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს", - წერს ირაკლი ალასანიას მეუღლე.