„მე რომ პატრიარქი ვიყო...“ - აქცია-იმიტაცია „ფეისბუქზე“

Image

„მე რომ პატრიარქი ვიყო“, - ასე იწყებენ სტატუსს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ის ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბოლოდროინდელ მოსაზრებებსა და შეფასებებს არ ეთანხმებიან (ზოოპარკის ტრაგედიის ზარების გადადნობასთან დაკავშირებაზე, ემიგრანტების შესახებ და სხვ.) და თავად წერენ, რას გააკეთებდნენ უმაღლესი სასულიერო პირის ადგილას. 

 

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა ნაწილის სტატუსები ამ იმიტაციის ფარგლებში მკვეთრია, ნაწილი - შედარებით ლოიალური. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ერთ ასეთ სტატუსს, რომელიც გიორგი ბრეგვაძეს ეკუთვნის:

 

„მე რომ პატრიარქი ვიყო, პირველ რიგში, 13 ივნისის ღამეს ეკლესიებს გავაღებდი და უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს შევიფარებდი…

 

გავაკეთებდი განცხადებას, სადაც ვიტყოდი, რომ “ყველაფერი კარგად იქნება” და “ჩვენთან არს ღმერთი”…

 

ხალხს მოვუწოდებდი, ეკლესიებში მოეტანათ ნებისმიერი ნივთი, რაც, მათი აზრით, დაზარალებულებს გამოადგებოდათ.

 

სტიქიიდან მეორე დღეს, კვირას მოვიწვევდი სინოდის კრებას და დავსვამდი საკითხს, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მილიონობით ლარიდან, რომელიც მხოლოდ ეკლესია-მონასტრების და მღვდლების საოჯახო ეკონომიკის მშენებლობაზე იხარჯება, ერთი მაინც გამოგვეყო ამ ხალხისთვის და არა თითო ოჯახზე თითო ეკლესია, ისიც საეჭვოდ – “რითაც შეეძლებათ”.

 

გმირთა მოედანზე, ვერეს ხეობაში, ზოოპარკში მისულ მოხალისეებს “სნო”-ს მაინც დავალევინებდი უფასოდ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნებოდა.

 

თბილისის მიმდებარე ტერიტორიების მონასტრებიდან ბერებს ხალხის დახმარებისკენ, ტერიტორიების დასუფთავებისკენ მოვუწოდებდი.

 

უბედურებისგან დაშოკილ ხალხს იმით არ გავაღიზიანებდი, რომ თურმე, ღმერთმა ტრაგედია ზარების გადადნობის გამო მოგვივლინა. არ ვიტყოდი იმას, რითაც გამოვიდოდა, რომ ღმერთს მოუკლავს ის ადამიანები, სხვები კი უსახლკაროდ დაუტოვებია.

 

კიდევ, აუცილებლად გავყიდდი ყველა ძვირადღირებულ ჯიპს და ვიყიდდი ნივას (მაინც ყველგან მივა).

 

ბევრად უშუალო ვიქნებოდი და არაცნობად სახეებსაც შეეძლებოდათ ჩემთან აუდიენცია და არა მხოლოდ ტელესახეებს.

 

პოლიტიკურად ნეიტრალური ვიქნებოდი, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებდი, იმდენს მაინც ვიზამდი, რომ ხალხისთვის ჩემი აზრი თავს არ მომეხვია…

 

სანთლებიდან, ხატებიდან და სხვა რაღაცეებიდან შემოსულ მოგების გადასახადს გადავიხდიდი, ქონების და მიწის გადასახადთან ერთად.

 

ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარს ვიტყოდი, ან სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეს მოვახმარდი, მაგალითად – პენსიონერებს, ან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 

ძალიან ბევრ მღვდელს, მეუფეს და სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირებს “ფორმას” გავხდიდი, თორემ უკვე ძაან გაუვიდათ თავს.

 

პ.ს. კიდევ კარგი, მე საქართველოს პატრიარქი არ ვარ. დავღუპავდი ერს...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !