
„მოქალაქის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიის თემა, გარკვეულწილად, ტაბუდადებულია. მისი თქმით, ვისაც ეკლესია უყვარს, მასზე მსჯელობის არც უნდა ერიდებოდეს და არც უნდა ეშინოდეს.
გადაცემაში „კვირის 2030“ ივანიშვილი ამბობს, რომ „თუ ეკლესიაში რამე ხდება, მაგალითად, თუ სასულიერო პირმა მანქანით სიჩქარეს გადააჭარბა და იმის იქითაც, ღმერთმა დაგვიფაროს, ვინმე დააზიანა, ეს არ უნდა დავმალოთ“.