-
2015-04-30 05:01
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალს მხოლოდ საქართველოს უკავშირებს.
"რასაკვირველია, მე დავბრუნდები საქართველოში და მის ხალხთან ერთად დავეხმარები ქვეყანას. ჩემი კარიერა მხოლოდ ხალხს ეკუთვნის", - თქვა სააკაშვილმა ბაქოში, ტელეკომპანია ANS-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ უკრაინაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა - ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს და უარი თქვა, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეობა მიეღო, თუმცა, დაამატა, რომ ეს მისთვის პატივი იქნებოდა:
"ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ჩემს ქვეყანასთან, მის ხალხთან და მჯერა, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებდა ის საქართველოს პროკურატურის მიერ მისი დაპატიმრების შესახებ აზერბაიჯანში გაგზავნილ მოთხოვნას.