-
2015-04-29 10:32
მეშვიდე მინისტრის გადადგომასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს ეხმიანება საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე და ვარაუდობს, რომ შექმნილი სიტუაცია ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად სჭირდება.
„როგორც ჩანს მიმართლდება შარშანდელი, ყველაზე არასასიამოვნო პროგნოზი, რომ ბიძინა ვადამდელ არჩევნებს შემოგვტენიდა. გარანტირებულად მივიღებთ "პროჭორვილური" ხელისუფლების კიდევ ოთხწლიან მმართველობას, მაგრამ ამჯერად ბევრად არასასიამოვნო, ბურჯანაძე-ინაშვილით გაჯერებული კონსტრუქციით.
ვერ ვიზიარებ ენმ-ს ზოგიერთი მხარდამჭერის ოპტიმიზმს, რომ ამ არჩევნების მოგებას პროდასავლური ძალები შეძლებენ. მიუხედავად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა, "ქ-ოცნების" ადმინისტრაციული რესურსი ჯერ კიდევ ძლიერია. ამიტომ იყო საჭირო როგორმე 2016 წლამდე "მიფორთხება", რაზეც არაერთხელ დამიწერია. სამწუხაროდ არ გამოვიდა... ღმერთმა ქნას ვცდებოდე“, - წერს მამუკა გამყრელიძე.