
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ექსპრემიერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ -ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასიანიას ძალიან უღირსად მოექცა, მაშინ როდესაც ალასანიას პირადი ცხოვრების დეტალებს შეეხო.
ნინო ბურჯანაძე ალასანიას ეთანხმება და აცხადებს, რომ ასეთი რამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც არ უკადრია.
„მე რომ ალასანიას ადგილას ვყოფილიყავი, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლებოდა ბიძინა ივანიშილი მეცემა! არც ჩემს და არც ბიძინა ივანიშვილის სტატუსს არ მოვერიდებოდი! კაცურად მაშინ ბიძინა ივანიშვილი საცემი იყო, მაგრამ ალასანიამ ეს გადაყლაპა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში.