-
2015-04-23 22:49
,,საქართველო თავს დაესხა რუსეთს, რუსეთმა კი ამ თავდასხმას უპასუხა", - ამის შესახებცნობილმა მსახიობმა და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარმა სტივენ სიგალმა "Russia Today"- სთან ყირიმის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
"რესპექტაბელური საინფორმაციო არხები რატომღაც ჯიუტად აკეთებენ შედარებებს ყირიმსა და საქართველოს შორის - "სწორედ ისე, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს" - გაიძახიან ისინი. მართლა? რატომ არ ამბობთ სიმართლეს? განა საქართველო არ დაესხა თავს რუსეთს პირველი?
რუსეთმა კი ამ თავდასხმას უპასუხა. ამ ხალხმა ან ცოტა უნდა წაიმეცადინონ და გაერკვნენ, რას ამბობენ, ანაც შეწყვიტონ იმის თქმა, რასაც უბრძანებენ," – განაცხადა სტივენ სიგალმა.