„ნიჭიერის“ მინაწილე გოჩა ჭაბუკაიძეს საფრანგეთიდან გამოეხმაურნენ

Image

აღნიშნულის თაობაზე პროექტის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ლილუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

 

 

„რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთიდან დარეკა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, მარტინ გეორქიევმა:  წუხელ „ნიჭიერს“ ვუყურე და გოჩა ჭაბუკაიძის ნამღერი და მისი პირადი ისტორია განსაკუთრებით მომხვდა გულზეო.

 

საფრანგეთში ვცხოვრობ 15 წელია, აქ ექიმი ვარ და იქნებ გამაგებინოთ, რით შემიძლია დავეხმარო მის შვილს, იქნებ რა სჭირდება, იქნებ საბუთები ან სამსახური არ აქვს, იქნებ- იქნებო...

 

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ბატონი გოჩას შვილი 9 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. სწორედ მისთვის იმღერა ბ-ნმა გოჩამ, იქნებ ტელევიზორში მნახოს მონატრებულმა შვილმაო.

 

ჩვენ ჯერ შვილის რეაქცია არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ემიგრანტებზე ძალიან ემოციურად იმოქმედა ნანახმა. ჰოდა, ახლა სიამოვნებისგან გაშტერებული ვზივარ.

 

ჰო, ვითომ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რა მაგარია, როდესაც სადღაც ვიღაც ქართველი რომელიღაც უცნობ ქართველზე ზრუნვას ცდილობს. ალბათ, იმდენად იშვიათია უანგარო სიკეთე, რომ ძალიან მიჩუყებს გულს!“ - წერს სალომე ლილუაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !