
როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი დავით“ ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. უფრო მეტად მანდილოსნებს წყალობს.
„ამასწინეებზე დავაკვირდი და ჩემი საფრენდეთის ის წევრები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს (ალაგ მხოლოდ ვირტუალური, ალაგ რეალშიც), მიმაჩნია საინტერესო ადამიანებად და მეტ–ნაკლებად მესიმპატიურებიან, პოლიტიკური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნის მიხედვით იყოფიან დაახლოებით შემდეგნაირად:
ქალები
ნაცმოძრაობის ლაითი და ორთოდოქსი მომხრეები – 50%
ანტინაცები, ქოცები და შუაშისტები – 50%
კაცები:
ნაცმოძრაობის ორთოდოქსი და ლაითი მომხრეები – 5%
ანტინაცები, ქოცები და შუაშისტები – 95%
დასკვნა: სულ უფრო მიმზიდველად მეჩვენება სახელისუფლო სტრუქტურებში ქალების ქვოტის იდეა.”- წერს დავით ზურაბიშვილი.