
ირაკლი ალასანიას მეუღლემ „ფეიბუქის“ პირად გვერდზე სერთიფიკატი ატვირთა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინოვაციური IT პროექტი“ გაიმარჯვებისთვის მიიღო.
„საკმაოდ უნიჭო ვარ, „მინისტრის ცოლის“ სახის მიღება ის-ის იყო ძლივს დამასწავლა ჭკვიანი ხალხის რჩევებმა სამიანზე და ახლა თავიდან მჭირდება რჩევები, ჩემი ახალი უფლებების შესახებ.
მაგალითად - ქვებით თავს რომ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს? ვინც იცით, მიმითითეთ რა.
სანამ გავერკვევი, აგერ თავს უფლებას ვაძლევ (და ვინ იცის მეშლება და უფლებებს ვაჭარბებ), გამოვაქვეყნო უჭკუო თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოკრძალებული წარმატება.
განვითარებული ქვეყნების კონკურსზე გაიმარჯვა ამ პროექტმა. ხოდა, რა ვიცი, მიხარია.
ჩემი ძონძიკიც ხომ ჯარისკაცია, სხვების ძონძიკა შვილებთან ერთად“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.