-
2014-11-10 19:23
მსახიობის კაბამ, რომლითაც მას „ბრავო“ მიჰყავდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
კომენტარებს თინა მახარაძეც გამოეხმაურა და დაწერა:
„ეპიკ კომენტარი: ამ ქალმა თავისი უკომპლექსობით მოუტანა საკუთარ თავს პოპულარობა, თორემ მანამდე იცოდა ვინმემ ვინ იყო თინა?
ეგეც ტერნერი არ იყოს რა? გამოვიდეს,უნდა ჩავეხუტო...“ - თინა ტერნერ მახარაძე.
მსახიობის იუმორი მისმა „ფეისბუქ-მეგობრებმც" აიტაცეს და თამამი ჩაცმულობა შეუქეს.
ერთ-ერთმა მათგანმა კი ირონიით დაწერა - „მრცხვენია, რომ ქართველია! P.S არხმაც უნდა შეიბერტყოს ყურები, ასეთი რამის ჩვენება ქვეყნის მასშტაბით დაუშვებელია“.
„არხსაც რცხვენია, რომ ქართველია, მაგრამ ამერიკის დაკვეთაა“, - უპასუხა თინა მახარაძემ.