-
2014-11-09 11:36
დილიდან შეუძლებელია შესვლა ინტერნეტტელევიზიის freshnews.ge-ს გვერდზე. შეგახსენებთ, ეს ინტერნეტტელევიზია ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დააფუძნა და მწვავე თემებს აშუქებს, მათ შორის, სახელისუფლო კლანებზე და ნეპოტიზმზე, ასევე სხვა საკითხებზე.
ინტერნეტტელევიზიის ვებგვერდის დაბლოკვას მისი დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" ეხმიანება:
"www.freshnews.ge აღარ იხსნება. გვერდი დაბლოკილია. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ ბოლო სიუჟეტი , რომელიც ინტერნეტ ტელევიზიამ გვერდზე დადო, ეხებოდა ორ მკვლელობას კახეთში. თელაველები სიუჟეტში ყვებოდნენ თუ როგორ მფარველობს კახეთს არაფორმალურად პრემიერის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი. მათივე თქმით სწორედ თამაზაშვილის წყალობით დაინიშნა 112 ის უფროსად მკვლელობაში ბრალდებული და მოდგილედ - ასევე მკვლელობაში გარეული პირი".
ამ დროისთვის ინტერნეტგვერდზე წვდომა უკვე აღდგენილია. გვერდის სრულფასოვნად ამუშავება ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან შესაბამისი განცხადების გაკეთებას დაემთხვა.
