ირაკლი ტაბლიაშვილი "მენცარგამოვლილ უკანასკნელ თავისუფალ ადამიანს" - ივანიშვილს მიმართავს

Image

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი "პირველ არხზე" ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს ეხმიანება. ტაბლიაშვილი სტატუსს "ფეისბუქზე" აქვეყნებს. 

 

"ამ ქვეყანას არ მართავს არც "ქოცისტანი" და არც "ქოცლანდია"... და არც "ქართული ოცნება" მართავს.
მეტიც, მას არ მართავს ბიძინა ივანიშვილიც კი! ის ხომ, ფორმალურად, წასულია და თან რადგან ამბობს, არა, არა - მე არ ვმართავო! მოდი, დავუჯეროთ მას! ვენდოთ!..

 

დიახ, ბატონო ბიძინა, თქვენ არ მართავთ ამ ქვეყანას!

 

და ჩვენი კითხვები - საიდან იცით პროკურატურის კაბელების წვერების ბოჭკოების რადიუსების თაობაზედ, რასაკვირველია, არამართებულია!!! ბოდიში, რომ ამგვარი კითხვები გვაწუხებს, ჩვენ ხომ ჯერ ვერ მოვხვდით და, სავარაუდოდ, ვერც მოვხვდებით ექსპერტთა გადამზადების ცენტრში, რომელსაც ჰქვია 20-30!
ამდენად, შეგვიდეთ ჩვენ - ცოდვილებს!

 

შეგვინდეთ მათ შორის ამგვარი კითხვაც... კითხვა კი არა - ჩაანალიზება - რაღაი ბ-ნი ჯანელიძე არ მუშაობდა რუსეთის სპეც.სამსახურებში, შესაბამისად, მასთან არც კავშირები უნდა ჰქონდეს... ეს როგორ მოგვივიდა, რომ ამას ვერ მივხვდით?

 

და საერთოდაც - თავადაც ხომ ხედავთ, ძალიან ხშირად გვეშლება... განვლილმა 9 წელმა რაც გვიქნა, თავადაც ხედავთ, ხოლო თქვენ, მენცარ-გამოვლილი უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი რომ ხართ, ეს ხანდახან გვავიწყდება - ჩვენ - ამბიციურებს.

 

ამდენად, გთხოვთ... მეტიც, მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადეთ დოსიეები ჩვენზე - დაარქივებულები... თქვენ - უნივერსალი ხომ ყველაფერს უყურებთ და აკონტროლებთ... მეტიც - სასურველია, ეს სწორედ ხსენებულ ორგანიზაციაში გადამზადებულმა ექსპერტებმა დადონ და აგვიფრიალონ თვალწინ - როგორ, როგო ვცდებოდით მთელი ცხრა... ცხრა კი არა - 99 წელი!

 

აი, მართავთო, რომ გედავებით ან კი როგორ გვიტრიალდება ენა - მართვა რომ გდომებოდათ, იქ არ იყავით? რაღატომღა წახვიდოდით... რა დიდი მიხვედრა უნდა ამას?! 

 

ან, რა დიდი ანალიტიკოსობაა საჭირო - რადგან სულ უფრო იშვიათად გიკავშირდებათ მოქმედი პრემიერი, შესაბამისად, სად ჩანს მართვა?.. პროკურატურის მასალები რომ გაგვაცანით, ეს ხომ რეალურად, საჯარო იყო და კაბელის ბოჭკოს რადიუსების წაკითხვა ქმ განცხადებიდანაც შეიძლებოდა.

 

ბოდიში, ბატონო ბიძინა... გულწრფელად გიბოდიშებთ! ხვალ გადასახდელი მაქვს 980 დოლარი ბანკში და, ხომ ვერ შემეხიდებით მე - სინანულში ჩავარდნილს?"...

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !