-
2014-11-09 10:44
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანი „პირველ არხზე“ გასულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება და „ფეისბუქში“ წერს:
„უნიკუმია. ახალი წოდება გვაქვს - საზოგადოების მასწავლებელი.
განმანათლებლობის ახალი ტალღაა. ხალხს დაეხმარებიან ანალიზის გაკეთებაში და მერე .... 20 წელი ისე გაივლის, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ...
ბატონი ბიძინა: „ბევრი აქცენტი ყირაზე დგას დღეს და ამას ახერხებს "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "რუსთავი 2"-ით. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ეს პროცესები გაგრძელდება. ვაკეთებ გაფრთხილებას, რომ არ გაგრძელდება. მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება. საზოგადოებამ ბევრი რამ ისწავლა, ჩვენც დავეხმარებით ანალიზის გაკეთებაში“.