-
2014-11-07 20:35
გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს.
„მორიგი ნიუსი ჩემი ჩიტისგან:
ბიძინა ივანიშვილი რომ ესწრებოდა გუშინ პრემიერის და კოალიციის წევრების შეხვედრას, ეს თინამ უკვე გაამხილა, მაგრამ არ უთქვამს, რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს“:
„ან გამარკვიეთ რა გინდათ, ან წასვლა თუ გინდათ, სადაც გნებავთ მიბრძანდითო. ჰო, თავმჯდომარეს მიხედეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებსო.
p.s. საუბრის შინაარსი გადმოგეცით, ჟარგონების განმეორებას არ ვარ!“,- წერს ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.