„ნუთუ უტყვ ცხვრებად გვაქცია ნანატრმა თავისუფლებამ?“

Image

რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

„ძროხა  - გაინაბა საქართველო... ოცდახუთი წლის მწარე გამოცდილებამ ვერ დააძინა.

 

ნუთუ ისევ ომები, არეულობა, რიგები, უნიჭო პოლიტიკოსების, ხოჭოებევით გამრავლება, უცხოეთში გადაბარგება?!

 

ის, რაც თუნდაც იტალიაში ნორმალურ პარლამენტურ ბრძოლას წარმოადგენს, შფოთიან და შურიან ქართველებში ნაღმად აღიქვება...

 

მერე ის ავლაბრელი, გაკაპასებული დორბლიანი გოშია-ძაღლივით, რომ არ იცი საიდან გამოგიხტება და წვივებში გეცემა. მერე ვითომ თეთრი სახლიდან თავისი გერბიან ტელეკედლით საქართველოს და ქართველებს აგინებს...

 

ნეტავ არ შეიძლება საქართველოში საღმა აზრმა იზეიმოს და ნორმალურმა ადამიანებმა პარლამენტში თუ სამინისტროებში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იზრუნონ?!

 

ნუთუ მოპარული ფულით შექმნილმა დამპალ მოჭადრაკეების პარტიამ უფსკრულიდან უნდა გადაგვჩეხოს - ნუთუ უტყვ ცხვრებად გვაქცია ნანატრმა თავისუფლებამ?

 

P.S. სხვათაშორის, მე გუშინ ვიქეიფე და ძალიან კარგად მეძინა! ალბათ იმედის ნაპერწკალი მაინც ბჟუტავს ჩემ დაღლილ სულში...თუ გულში?.. თუ ტვინში? არ ვიცი სად, მაგრამ ნამდვილად ბჟუტავს... და არ ჩამიქროთ... მუუუ!( ეს ძროხაა)", - წერს რეჟისორი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !