
სოფო შევარდნაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ჟიურის წევრებთან გადაღებული ახალი ფოტოები გამოფინა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა წამყვანმა ნანკა კალატოზიშვილმა თურქ მსახიობს, მურატ ილდირიმს შეკითხვა დაუსვა -ამ შოუში ვისთან იცეკვებდიო.
თურქი მსახიობი სოფო შევარდნაძეს მიუბრუნდა და განაცხადა, მხოლოდ სოფოსთანო.
ილდირიმმა სოფოსთან ვახშმობის დეტალების მოყოლაც დააპირა, მაგრამ ნანკამ სასწრაფოდ შეაწყვეტინა.