„იმისთვის კი არ ხართ მოსაკლავები ივანიშვილს რომ ესროლეთ, თანამდებობისთვის რომ ყველაფერს იკადრებთ, იმიტომ“

Image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თავისუფალ დემოკრატებს სოციალური ქსელიდან  მიმართავს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოზე სიტყვა მოითხოვაო, სწუხს გია ცაგარეიშვილი ...

 

ძალიან კრძალვით მინდა, ვკითხო ბატონ ცაგარეიშვილს და მის თანაგუნდელებს, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ.

 

მაგ ვიცე-სპიკერობას, კომიტეტების თავმჯდომარეობებს, მინისტრობებს და სხვა პოსტებს, დღეს რომ დემონსტრაციულად ტოვებთ ან დემონსტრაციულად აცხადებთ, არ დავტოვებთო, სიზმარში მაინც თუ ნახავდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ა?

 

ევრუპულ კურსს საფრთხე დაემუქრაო. თქვენ ბიძია, ევროპული კურსი და ირაკლი ალასანიას მინისტრის პორტფელი ერთი და იგივე გგონიათ, თუ როგორაა საქმე.

 

აი, მე რომ მომხსნეს, გამოვვარდნილიყავი და მეძახა, კვირიკაშვილმა ევროპის გზას გადაუხვია, მე ევროატლანტიკური შუქურა ვარ, კაზანტიპით ვანათებ და ეგ ხელს მიშლის-თქო? - რა გამოვიდოდა. აბსოლუტურად უმიზეზოდ მომხსნეს მაშინ და არ გამოვვარდნილვარ ლოზუნგებით, არიქა ქვეყანას ღუპავს კვირიკაშვილი-თქო. არც გამისაჩივრებია და ზოგადად არ დამირღვევია კორპორატიული ეთიკა.

 

დღეს, უმუშევარი გიორგი სიგუაც იმ გუნდის მხარდამჭერი და რიგითი ჯარისკაცია, რომელსაც თავის დროზე ნდობა გამოუცხადა და რომელმაც იმის საშუალება მომცა,  ჩემს ქვეყანაში თავისუფლად მეცხოვრა. სულ რომ უმუშევარი ვიყო და სულ რომ შიმშილით ვკვდებოდე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სიტყვას როგორ ითხოვსო, თვალებს როგორ ავაფახულებ.

 

ასეა ეს და ევროპული დემოკრატია რომ გინდათ, იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ ყოველთვის ისე ვერ იქნება ყველაფერი როგორც თქვენ გსურთ და სწორად მიგაჩნიათ. ხვალ რომ სადმე მუშაობა დავიწყო, ჩემი თანამშრომლები კორუფციის ბრალდებით დააკავონ და მე ავტეხო განგაში ევროპულ გზას ბლოკავს პროკურატურაო, ძალიან მაინტერესებს რას იტყვით.

 

და ერთი კიდევ, კირვალიძეს რომ დაუჭირა პროკურატურამ თანამშრომლები ასევე კორუფციის ბრალდებით, მაშინ რაღაც არ მახსოვს თქვენს პარტიას ეჭვი შეპარვოდა მთავრობის ევროატლანტიკური კურსის ერთგულებაში.

 

იმისთვის კი არ ხართ მოსაკლავები ივანიშვილს რომ ესროლეთ, თანამდებობისთვის და ძალაუფლებისთვის რომ ყველაფერს იკადრებთ, იმიტომ. ასეა ეს!", - წერს სიგუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !