-
2014-11-05 13:17
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არასდროს არ ყოფილა.
„სრული პასუხისმგებლობით, ასეთი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არასდროს არ ყოფილა.
კრიზისი, რომელიც კრიზისზე ბევრად მეტია. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვციტირებ ირაკლი ალასანიას გუშინ ნათქვამს და საპარლამენტო ოპოზიციის ბევრჯერ ნათქვამს: ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხეშია, მეგობრებო.
ახლა არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს", - წერს ნიკა გვარამია.