
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე თავდაცვის მინისტრის მოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოდით ვიყოთ ობიექტურები და ირაკლი ალასანიასაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას.
მართალია მან ღარიბაშვილში ძალიან გვიან აღმოაჩინა პროკურორი და ევროატლანტიკური ორიენტაციის მოწინააღმდეგე, მაგრამ ივანიშვილის მიმართ გამოთქმული ფორმულირება - „დედაა რა @@ეა" საკმაოდ ადრეულ პერიოდში ჩამოაყალიბა და ამ მიდგომით ერთგვარ ნოვატორადაც კი იქცა კოალიციის შიგნით“, - წერს გოგა ხაჩიძე.