
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„და ეს ყველაფერი რომ არ წაეკითხა ამ უნიჭო პრემიერად წოდებულს და ზეპირად ეთქვა, არა?" - წერს ანი ნადარეიშვილი.
ანი ნადარეიშვილის ამ პოსტს კომენტარები მოჰყვა:
„მესიჯად ჰქონდა ბიძოსგან გამოგზავნილი და ვერ დაიზეპირებდა. რომ შეშლოდა მერე?" - წერს ერთი.
„ეგ ბუმერანგი დანარჩენებსაც ჩამოუვლის, ძალიან მალე!“ - დაუდასტურა მეორემ.
„აბაა, გამოვიდა ჩვენი ნიჭიერი პრემიერი და ირაკლი ალასანიას მოხსნაც კი წაიკითხა.
„ირაკლი ალასანიას მოხსნა“ - კითხვით გვქონია დღეს" - იუმორი მოიშველია გოგა ხაჩიძემ.
„კიდევ კარგი პრეზიდენტის მოხსნა რომ არ შეიძლება, თორემ ბოლომდე დაგვერხეოდა. ალასანიას მოხსნით დღეს ხელისუფლებამ ღიად თქვა, რომ მისი საგარეო ვექტორი არა დასავლეთი, არამედ რუსეთია!" - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„პოლიტიკურ (პარტიულ) ანალიზს არ გაკადრებთ, ჩემზე უკეთ გააანალიზებთ თუ რას ნიშნავს ალასანიას გადაყენება ...
მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოებრიობის ნიშანს კარგავს და სახელმწიფოს შემადგენელ ინსტიტუტების დასუსტების მოწმეა...
ამ ქვეყნისთვის, სადაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს გამოუცდელი ახალგაზრდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს დასუსტება და მის სათავეში ყველასთვის უცნობი და გამოუცდელი პიროვნების დანიშვნა ... ამ ხეხემლის მოშლას ნიშნავს!!!!!! ამ დროს აფხაზეთში წუთიერად იცვლება სიტუაცია, ამ დროს ტერორიზმი ჩვენ კარებს მომდგარია, ამ დროს საქართველო ვის ახსოვს?????“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.