-
2014-11-04 20:48
საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი, ნუგზარ სულაშვილი ირაკლი ალასანიას დიდი ბრძოლისთვის მომზადებას ურჩევს.
„მომეწონა! - „ეს არის შეტევა ევროატლანტიკურ ალიანსზე! “
ალასანია აბა მაგის მეტს კი არაფერს გედავებით ეს ორი წელია, ლამის ერის მოღალატედ რომ გამომაცხადა შენმა გუნდმა?
ახლა მიხედეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა შენმა ხელისუფლებამ და მერე მივხედოთ ნატოს.
ჰოო არ დაგავიწყდეს, ამ დღეებში აუცილებლად გამოგიქვეყნებენ პარიზულ ფოტოებს...
შემდეგ კი სხვა კომპრომატებს დაგილაგებენ, მაგრამ უნდა გადაიტანო ეს ომი. თავადაც ხომ ეს გზა გამოიარე?
ბოლოს კი იცოდე, აუცილებლად გკითხავენ შენი კოლაბორაციონელი კოალიციელები - რა გინდოდა იმ საღამაოს რაფალიანცების ოჯახში?
მოემზადე! წინ დიდი ბრძოლები გელის",- წერს ნუგზარ სულაშვილი.