-
2014-11-04 15:45
ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლისთვის ბრალი წარდგენის საკითხს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
„ღარიბაშვილს გადაეცით ვინმემ, ჯართან ომს წააგებს!
და გადაეცით, რომ მხოლოდ ოროსან ხელისუფლებას თუ მოუვა თავში აზრად ჯარისკაცების კვებაზე და ფაღარათზე ღიად ისაუბროს!
აუხსენით ვინმემ, რომ ქვეყნის თავდაცვას არ უდგებიან ჯიბრში, აუხსენით, რომ არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, ჯარი ყველასი ჩვენია და ალასანიასთან ომში იქნება იმაზე მეტად უმცირესობაში, ვიდრე არიან ისინი, ვისაც ტაბურეტკით დასდევს მისი მრევლი!
გააჩერეთ ეს კაცი თავისი აწეული კისრით, სანამ მოტყდება ეგ კისერი. მაგის კისერს ვინ ჩივის, ქვეყანას გადაიყოლებს!", - წერს ჟორჟოლიანი.