„რწყილისა და ჭიანჭველას“ თანამედროვე ვარიანტი თავდაცვის სამინისტროში

Image

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს „რწყილისა და ჭიანჭველას“ თანამედროვე ვარიანტი უწოდა.

 

 

„ჩემს 1 წლის და 11 თვის შვილს ვუკითხავდი „რწყილი და ჭიანჭველა“-ს და უცებ მივხვდი, თუ როგორ ჰგავს ეს მშვენიერი ზღაპარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის საჯაროდ გამართულ არცთუ მშვენიერ პაექრობას გრიფის მოხსნის შესახებ.

 

აი მსგავსება: მას შემდეგ რაც თანამშრომლები ჩავარდნენ ციხეში და ხალხმაც კარგად ვერ გაიგო ამ საქმეში რა ხდება, თავდაცვის სამინისტრო მივიდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და უთხრა: კონტრდაზვერვავ, მომეცი თანხმობა. მე მოვხსნი გრიფს.

 

გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მივუტან პროკურატურას. პროკურატურა გაასაჯაროებს საქმის მასალებს. მასალებს მისცემენ ადვოკატებს (იქნებ გაასაჯაროვონ კიდეც). ხოლო ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

 

კონტრდაზვერვამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უთხრა თავდაცვას: შენ რომ ჩემთვის საქმის მასალები არ მოგიტანიაო?!

 

წავიდა თავდაცვის სამინისტრო, მივიდა პროკურატურასთან და ეუბნება: პროკურატურა მომეცი მასალები (დედნები ან ასლები). მასალებს მივუტან კონტრდაზვერვას. კონტრდაზვერვა მომცემს თანხმობას. ამის შემდეგ მოვხსნი გრიფს. გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მოგიტან ისევ შენ. შენ ადვოკატებს მისცემ საქმის მასალებს. ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

 

პროკურატურა ფიქრობს... გაგრძელება ალბათ ხვალ იქნება.

 

უდავო ფაქტია, რომ დიპლომატიური კორპუსი ძალიან დაინტერესდა და თვალ-ყურს ადევნებს ამ საოცარ ზღაპარს, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით ალბათ არც სმენიათ და არც სადმე წაუკითხავთ. ეს ორი სიმბოლო ერთად ნიშნავს: სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!..", - წერს კახა კოჟორიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !