-
2014-11-04 11:16
აღნიშნულის თაობაზე მიმართვა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
„ზუსტად ვიცოდი რომ ხმა არ მიმიცია და თქვენ დიდის ამბით რომ დაწერეთ ხმა მისცაო, გავცოფდი.
მოვითხოვე ოქმი და სახტად დავრჩი - მართლა იყო ჩემი ხმა დაფიქსირებული. ამან კიდევ უფრო გამაცოფა და მთელი დღე ვცდილობდი გამერკვია, ვინ ისარგებლა ჩემი ბარათით.
სამწუხაროდ, სხდომის მხოლოდ აუდიოჩანაწერი არსებობს, რაც შეუძლებელს ხდის ჩემი ბარათით ხმის მიმცემის ვინაობის გარკვევას. ზარებზე პასუხს რაც შეეხება - ხან ვახერხებ, ხან ვერ პასუხს, მაგრამ გარწმუნებთ, შერჩევით არავის ვაიგნორებ. დღეს ბევრს ვერ ვუპასუხე იმის გამო. რომ მთელი დღე გამოძიებითა და გარჩევებით ვიყავი დაკავებული.
ბარათის დატოვებას რაც შეეხება - ეს ნამდვილად გამოუცდელობით მომივიდა, თან ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. აწი ფრთხილად ვიქნები...
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მომხრე არ ვარ. მე დღესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ ერთ შესახევევს გადაერქვა სახელი. საერთოდ, ამ მაგალითმაც დაგვარწმუნა, რომ სახელდება არაა მარტივი საკითხი.
მანამდეც ვურჩევდი ჩემ კოლეგებს და ახლაც ვამბობ - სახელდების კომისიასთან აუცილებელია მრჩევეთა საბჭოს შექმნა, რომელიც ქალაქის ტოპონიმიკის და ისტორიის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ასევე ქალაქს სასწრაფოდ სჭირდება ე.წ. ქუჩების სახელების ინვენტარიზაცია.
ორი, მარტო ქაქუცას ქუჩა არაა. ასევე ორია მოსე გოგიბერიძის ქუჩა, სანდრო ახმეტელის ქუჩა, გვაქვს ზურაბ ჟვანის ქუჩაც და მოედანიც სხვადასხვა ადგილას. რომ არაფერი ვთქვათ აბელ ენუქიძის, სანდრო ეულის და სხვა საბჭოთა მოღვაწეების ქუჩებზე. ამდენად ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლი უნდა იყოს ", - წერს ალეკო ელისაშვილი.