დოდონა კიზირია ბავშვობიდან ნაცნობ ლალი ბადურაშვილს პასუხობს: „ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო...“

Image

პროფესორი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც ამ უკანასკნელმა „ასავალ-დასავალს“ მისცა და მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: „მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა...“, ასევე, მთავრობას მოუწოდა, "მიახვრიტოს ის, ვინც მისახვრეტია".

 

დოდონა კიზირია ბავშვობას იხსენებს და ლალი ბადურაშვილს სწორედ ბავშვობის წლების შთაბეჭდილებებიდან პასუხობს:

 

„მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ეხლა ფეისბუკზე რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ დაარქვეს და „დიდოდსტატის მარჯვენა“-ში რომ შორენას თამაშობდა. გეხოსმებთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. ფეისბუკზე არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

 

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. „მე პტარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც...“ კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

 

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გაქვს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

 

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

 

ამ „ფეისბუკზე“ უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი „სიბრძნე“ თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

 

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი...“, - წერს დოდონა კიზირია.

 

ლალი ბადურაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თქვა:

 

„რა ვქნა მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი იმდენი უბედურება დაატრიალა, სააკაშვილს ერთხელ მივმართე - თავს იწონებ, „ახალი სისტემა“ გავზარდე, მაგრამ გესტაპო შექმენი-მეთქი.

 

ერთხელ მაინც წაგეკითხა „გამზრდელი“, გეცოდინებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყავი. სააკაშვილის ბებია ისეთი არაჩვეულებრივი, კომუნიკაბელური და უბრალოა, მერიდება მაგრამ უნდა ვუთხრა, სააკაშვილი მარტო მის შვილიშვილად რომ დარჩენილიყო მისი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ახლა მთელი საქართველოს პრობლემაა“.

 

ამავე ინტერვიუში ლალი ბადურაშვილი ამბობს:

 

სააკაშვილი მოუშორებელ ჭირად გვექცა, როგორც კი ეს ავანტიურისტი ტელევიზორში ჩნდება, კანკალი მეწყება. აღარ შეგვიძლია. წადით ხალხო თავი დაგვანებეთ, ნუ შეგვჭამეთ, იქნებ კარგიც კია, რომ ალაპარაკებენ, იქნებ კიდევ უფრო გაღიზიანდეს მოსახლეობა და ამათი ბუნდღა აღარ დატოვოს.

 

ლადო ბედუკაძის საქციელი, რომელმაც ციხის კადრები სააშკარაოზე გამოიტანა გმირობის ტოლფასია, ნიღაბი ჩამოგლიჯა ამ ნაძირლებს.

 

სააკაშვილი აქ ვერ დაბრუნდება, შევაკვდები და არ შემოვუშვებ, მე ლალი ბადურაშვილი, დავრაზმავ ჩემს ჯერ კიდევ ცოცხალ, ასაკოვან ქალბატონებს და განგაშის ზარებს დავარისხებთ.

 

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს , რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ხმამაღლა ვაცხადებ, თუ ქვეყნის გადარჩენას სჭირდება, იმოქმედოს სააკაშვილისავე მეთოდებით და მიახვრიტოს ის , ვინც მისახვრეტია!“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !