
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი საკრებულოს წევრებს ქაქუცა ჩაოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელს გადარქმევასთან დაკავშირებით „ფეისბუქიდან“ მიმართავს.
„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევა ორმაგად მეწყინა...
ამ ფულზე ჩემი ხელმოწერაა!
ერთ მხარეს სოხუმია, მეორეზე ქაქუცა. ადვილი გასაგებია. ეროვნული მოტივი.
ახლა უნდა ველოდოთ პარლამენტის მიერ ორასლარიანის რელიგიური მოტივების შესაბამისად გადაკეთებას.
საკრებულოს წევრებს მინდა მივმართო: თქვენ არ გეღირსათ ტკიცინა ორასლარიანები ჯიბეში“, - წერს რომან გოცირიძე.