
რომან გოცირიძე აქვეყნებს ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით, შესაძლებელია განისაზღვროს, ბრუნდება თუ არა შევარდნაძის პერიოდი.
"როგორ გამოვიცნოთ, ბრუნდება თუ არა შევარდნაძის პერიოდი:
1.იმდროინდელი ჩინოვნიკების დაბრუნება სამინისტროებში
2. რუსი მომღერალ- პაპსავიკების გამოჩენა
3. ძეგლებისა და ბიუსტების დადგმა პარტიული ფუნქციონერებისადმი ( თურმე მეზვრიშვილს დგამენ კახეთში უკვე),
4. ბიუჯეტში პრობლემების გაჩენა
5. სანთლების მომარაგება სახლში
6. ორმოების გაჩენა გზებზე
7. შუქის და წყლის მიწოდებაში შეფერხებების დაწყება
8. გზებზე ჭების სახურავების მოპარვა,
9. მწერალთა კავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება.
უკვე დამდგარია. თუ:
10.ელექტროგადამცემ კაბელებს იპარავენ,
11.მანქანის ნაქურდალ ნაწილებს ელიავაზე ყიდიან,
12.ხელფასები და პენსიები იგვიანებს,
13.ქურდები დაბრუნდნენ,
14.ბოშები ქალაქიდან გაქრნენ (ანუ სიცოცხლის ფასი ნოლია),
15.ხალხი ახალი მესიის მოლოდინშია".