„თვითონ თეონა გეგელია შემთხვევით სხვის მაგივრად ხომ არ მივიდა ეთერში, სწორედ იმ გადაცემის წამყვანად?“

Image

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ორი დღის მანძილზე მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გულდაწყვეტით გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ბევრი სამსახურიდან წასულა,მაგრამ არასოდეს ჩაუთვლია, რომ მის ადგილას მისული ის  სხვა - უსირცხვილო იყო.

 

„ძალიან გულდასაწყვეტი დღე მქონდა. მთელი დღე დავრბოდი და გზადაგზა მესმოდა რომ ლამის მთელი ერი მლანძღავდა. ისინიც, ვინც მეგობრებად მიმაჩნია და რომლებმაც ჩემთან დარეკვის და ვითარებაში გარკვევის ნაცვლად, პირდაპირ ფეისბუქში გმინვა დაიწყეს.

 

არაერთი სამსახურიდან წამოვსულვარ და ყოველთვის ჩემ ადგილს სხვა იკავებდა. ბუნების კანონია ასეთი და მე თავში არ გამივლია რომ ჩემ ადგილას მისული სხვა - უსირცხვილო იყო.

 

"კავკასიაზე" გადაცემა "ბარიერი" ლამის ნახევარ სიცოცხლედ მიღირდა და მიღირს, მაგრამ წამოვედი, სხვა მივიდა ძალიან კარგი ბიჭი. სადღაც გული დამწყდა ნაღდად რომ მოვდიოდი, იმაზეც რომ სხვა მივიდოდა იქ, მაგრამ ღმერთი რჯული ჩემი არჩევანი იყო წამოსვლა და არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ჩემ ადგილას მეორის მიყვანა.

 

კარგი ვუსურვე, კარგი ვუთხარი, რაც შემეძლო დავაკვალიანე და წამოვედი. შეწყალებაშიც ასე იყო - არ დავმალავ დარჩენა მინდოდა კიდევ ორი თვე, ხელფასის თვალსაზრისითაც და ბოლო შეწყალების ბოლომდე მიყვანის მხრივაც, მაგრამ არ შეიძლებოდა კანონით. ავდექი და წამოვედი. ჩემი მეგობარი მივიდა და მაგარიც ქნა რომ მივიდა.

 

კაბინეტს რო ვცლიდი და ჩემ ნივთებს ვეზიდებოდი, გული ჩამწყდა კი, მარა ასეა - მე წამოვედი და სხვა მივიდა. არც მიფიქრია რო ჩემი მეგობრის საქციელი რაიმენაირად უკადრისი იყო. ვიმეორებ - დარჩენა მინდოდა ორი თვე, მარა არ გამოდიოდა.

 

"სუბიექტური აზრიდან" ორი ჩემი მეგობარი წამოვიდა, იმიტომ რომ მესამე ჩემ მეგობართან (ხელმძღვანელთან) დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სამსახურეობრივი ამბავი იყო. ქალებს შორის წაკიდებასაც დავარქმევდი. ორი ჩემი წამყვანი მეგობარი წამოვიდა, დაწერეს განცხადება და წამოვიდნენ. რამდენიმე დღეში მე შემომთავაზა მესამე ჩემმა მეგობარმა ამ გადაცემის წაყვანა. ესაა და ეს თავი ბოლო ამ ისტორიის.

 

არასოლიდარული ხარო ახსენეს და რისადმი არასოლიდარული ვარ? წამყვანებს დირექტორთან ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდათ იმისადმი? თუ ოდესმე ვინმეზე ზეწოლა იყო მედიაში, ჩარევა სარედაქციო საქმიანობაში და ასე შემდეგ ყველას ყოველთვის ვესარჩლებოდი და ახლა რას გამოვსარჩლებოდი? და რისადმი ვყოფილიყავი სოლიდარული? არავინ უნდა მისულიყო იმ გადაცემის წამყვანად? გადაცემა დახურულიყო?

 

თვითონ თეონა გეგელია შემთხვევით სხვის მაგივრად ხომ არ მივიდა ეთერში, სწორედ იმ გადაცემის წამყვანად? თუ ვცდები?

 

ასეა თუ ისე ჩემი საჯაროობა მაიძულებს ნაკლებად მტკივნეულად აღვიქვა უსამართლო ლანძღვა, ვცდილობ ამას, თუმცა ისიც ფაქტია - ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით: ჯერ ელენე თევდორაძე და მეორე სამწუხაროდ თეონა გეგელია. პირველისგან არც არაფერი გამკვირვებია, მაგრამ მეორემ ძალიან გული მატკინა Teona Gegelia", - წერს ალეკო ელისაშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !