„ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე და ძალიან შეგრცხვებათ“

Image

მომღერალმა  ეკა კვალიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა.

 

 

„ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი  მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ.

 

დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ, რომ არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

 

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

 

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ'', - აცხადებს ეკა კვალიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !