
პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილის, ამალია ჯიბლაძის ფონოგრამით მღერასთან დაკავშირებულ ჭორებს ნინი ბადურაშვილი, სტეფანე და მაია დარსმელიძე გამოეხმაურნენ.
„როდესაც ხედავ, რომ უდავოდ ნიჭიერია ადამიანი და შეიძლება დიდი დარბაზის წინაშე გამოუცდელობის გამო დაფრთხეს და ვერ გამოავლინოს ბოლომდე მისი ნიჭიერება (მითუმეტეს, როგორი ემოციურიც ქალბატონი ამალია ბრძანდება), მე სრულიად მართებულად მიმაჩნია ტელევიზიის პოზიცია, ხელი შეუწყოს და არ დაიკარგოს უდაო ტალანტი! - დაწერა ნინი ბადურაშვილმა.
„რუსთავი 2“ არარის "შარაშკინა კანტორა"! შეარგეთ იმ ქალს პოპულარობა! რა ფონოგრამა, რის ფონოგრამა?! არ შეიძლება ესეთი ცილისწება რაღაც სულელური ფაქტებით.
ეგ ორი ხმა რაც შემოდის ბოლოში, სავარაუდოდ ან ვანიკოს ან ვიღაცის მეორე გახსნილი მიკროფონია. ეს ქალი უნაკლო შემსრულებელია და შეარგეთ! ჩემთან მიუზიკლებზე ხედავდნენ რომ ორკესტრი ზის და მაინც უთქვამთ :)) მე ავიტან... ის ქალი მიჩვეული არაა და ტეხავს. ძალიან მაგარი ქალია,“ - ასე გამოეხმაურა ბრალდებებს სტეფანე.
„ეს ქალი მაგრად გრძნობს მუსიკას, და გოიმურად არ უმღერია - აი ეს ვერ აპატიეს ამალიას გოიმებმა“ - დასძენს მაია მაია დარსმელიძე.