
მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გოგა ხაჩიძე „ბრავოს“ ჟიურიდან მოხსნა, პარლამენტარმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
გოგა ხაჩიძემ საჯაროდ ბოდიში გიორგი ბერიძეს მოუხადა.
„გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის.
იცი, რომ მას შემდეგ, რაც „ბრავო“-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.
სასაცილოა, მაგრამ ამის გამო, თურმე, პროექტიდან „მომხსნეს“.
როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები...
შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!"- წერს გოგა ხაჩიძე.